
ეტლები განვადებით
საბავშვო ეტლები რამდენიმე სახისაა: ორი ერთში ითავსებენ კლასიკურ აკვანს და გასასეირნებელ ბლოკს. გააჩნია საიმედო და მყარი შასი. უნივერსალურია და გამოდგება პატარებისთვის დაბადებიდან 4 წლამდე.
საბავშვო ეტლები სამი ერთში - ეს აკვანია, გასასეირნებელი ბლოკი და გადამტანი ავტოსავარძელი. ეს ვარიანტი გამოდგება ბავშვებისთვის დაბადებიდან 4 წლამდე.
ტრასფორმერები - მათში შეუღლებულია სავარძელი და აკვანი. ვარგისია ახალშობილებისა და 4 წლამდე ბავშვებისთვის. აკვანი - ეტლები განკუთვნილია პატარებისთვის დაბადებიდან 6 თვემდე, როდესაც ბავშვს ჯერ კიდევ არ უსწავლია ჯდომა. გასასეირნებელი მოდელები გამოდგება ბავშვებისთვის 6 თვიდან ასაკში, გამოირჩევა მარტივი კონსტრუქციით და ასაკეცი მექანიზმით.მოხერხებულია შენახვისა და ტრანსპორტირებისთვის.
აკეცვის ტიპები - „წიგნი“ და „ხელჯოხი“. მეორე ვარიანტი იქცევს ყურადღებას კომპაქტური ზომებით და მსუბუქი წონით - ის იდეალურია მოგზაურობისა და გადაზიდვისთვის. პირველი ვარიანტი კი „ხელჯოხზე“ ოდნავ მძიმეა, მაგრამ აგრეთვე, კომპაქტურია, გამოდგება ავტომობილებში გადაზიდვისთვის.
თვლების რაოდენობა
სამთვლიან ეტლს გააჩნია კარგი მანევრის უნარი. ოთხთვლიანი ეტლი საბრუნავი თვლების გარეშეა. ასეთი საბავშვო ეტლები გამოირჩევიან გაზრდილი სიმტკიცით.
ეტლები საბრუნავი წინა ან უკანა თვლებით. მყარია და გააჩნიათ კარგი მანევრის უნარი. გაორმაგებული ექვსთვლიანი და რვათვლიანი მოდელები, გამოირჩევიან გაზრდილი სიმტკიცით, მაგრამ, ამასთანავე, გააჩნიათ დიდი წონა. თვლების მასალა. რეზინის თვლები. უზრუნველყოფენ მდორე და რბილ სვლას. გააჩნიათ გაზრდილი განვლადობა. პლასტიკის თვლები. არ იხვრიტებიან.
პენორეზინის თვლები
მათში შეუღლებულია რეზინისა და პლასტიკის თვლების დადებითი თვისებები. არ კარგავენ თავიანთ თვისებებს ყინვაში.
ეტლებისთვის მნიშვნელოვანი აქსესუარებია:
- ჭიქის ჩასადგამი
- გარსაცმი თვლებზე
- საწვიმარი
- მოსკიტური ბადე
- ჩანთა დედისთვის
- კალათა ნაყიდობებისთვის
- საფარი ფეხებისთვის (გასასეირნებელ მოდელებში)
ეტლის ყიდვა ონლაინ
მოდელები სპეციალური მოდულით ან გადასაწევი სახელურით შესაძლებლობას მოგცემთ შემოაბრუნოთ ბავშვი სახით ან ზურგით დედისკენ, თვალყური ადევნოთ უმცროსი ასაკის ბავშვებს და ხოლო უფრო მოზრდილ პატარებს - კარგად შემოათვალიერონ არემარე. მშობლების სხვადასხვა სიმაღლის გათვალისწინებით, მწარმოებლებმა აღჭურვეს ეტლები სახელურებით, რომლებიც არეგულირებენ სიმაღლეს და დახრის კუთხეს.
თანამედროვე მოდელები აღჭურვილია ხელის მუხრუჭით, რომლის გადამრთველი სახელურზეა. საბავშვო ეტლის არჩევისას, აგრეთვე, უნდა იქნეს გათვალისწინებული სეზონიც. ზამთარში გამოდგება მოდელები თბილი საფარით (მათბუნებლით), შემოდგომასა და გაზაფხულზე - საწვიმრით, ხოლო ზაფხულში გასასეირნებელი ხელჯოხები მოსკიტური ბადით.